понедельник, 29 апреля 2013 г.

გიორგი ყორღანაშვილი სამკურნალოდ ისრაელში გაემგზავრება

მსახიობ გიორგი ყორღანაშვილის დახმარებისათვის შექმნილი ჯგური კომპანია "აირზენას" და ყველა იმ პირს ვინც მსახიობის დასახმარებლად თანხა გაიღო მადლობას უხდის.
სოციალური ქსელების საშუალებით გავრცელდა განცხადება სადაც ნათქვამია, რომ გიორგი ყორღანაშვილის ტრანსპორტირებას ისრაელში კომპანია "აირზენა" უზრუნველყოფს.
"კიდევ ერთი ძალიან სასიამოვნო და მნიშვნელოვანი სიახლე გვაქვს! გიორგი ყორღანაშვილის და მისი ოჯახის ისრმსახიობ გიორგი ყორღანაშვილის დახმარებისათვის შექმნილი ჯგური კომპანია „აირზენას“ და ყველა იმ პირს ვინც მსახიობის დასახმარებლად თანხა გაიღო მადლობას უხდის.
სოციალური ქსელების საშუალებით გავრცელდა განცხადება სადაც ნათქვამია, რომ გიორგი ყორღანაშვილის ტრანსპორტირებას ისრაელში კომპანია „აირზენა“ უზრუნველყოფს.
„კიდევ ერთი ძალიან სასიამოვნო და მნიშვნელოვანი სიახლე გვაქვს! გიორგი ყორღანაშვილის და მისი ოჯახის ისრაელში სამკურნალოდ გამგზავრება-გამომგზავრების ( ორივე გზის ) ხარჯებს მთლიანად უზრუნველყოფს კომპანია _ „Airzena Georgian Airways“. უღრმესი მადლობა გვინდა გადავუხადოთ გიორგის, მისი ოჯახის და მეგობრების სახელით ავიაკომპანია „აირზენა“-ს გენერალურ დირექტორს ბატონ იასე ზაუტაშვილს და ასევე, მთელს კოლექტივს უმნიშვნელოვანეს მომენტში მხარდაჭერისთვის! სწორედ ასეთი ადამიანების გვერდში დგომით და ღვთის წყალობით გიორგი მალე გამოჯანმრთელდება!" - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც „ფეისბუქის“ საშუალებით გავრცელდა.
რაც შეეხება თანხას, აღნიშნული ჯგუფის ინფორმაციით შემოწირულობის სახით 272012 დოლარი შეგროვდა.
„არსებული მონაცემებით, მსახიობ გიორგი ყორღანაშვილის დასახმარებლად 272 012 დოლარი შეგროვდა, თუმცა მსახიობის დასახმარებლად საქველმოქმედო აქციები გრძელდება.
ეს თანხა საკმარისია იმისთვის, რომ გიორგი გაემგზავროს ისრაელში და მკურნალობის პირველი ეტაპი დაიწყოს და მოემზადოს ოპერაციისათვის, რომელიც დამატებით თანხა დაჯდება. ამიტომ, ჩვენ არ ვჩერდებით და მუშაობას ვაგრძელებთ! უღრმესი მადლობა ყველას, თქვენი თანადგომის გარეშე ეს შეუძლებელი იქნებოდა", - ნათქვამია სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ მსახიობს გიორგი ყორღანაშვილს ძვლის ტვინის გადანერგვა ესაჭიროება. აღნიშნული ოპერაცია საზღვარგარეთ, წამყვან კლინიკებში ტარდება, რაც საკმაოდ სოლიდურ თანხებთან არის დაკავშირებული. მსახიობის დასახმარებლად და საჭირო თანხის მოსაგროვებლად საზოგადეობის სხვადასხვა ჯგუფები გაერთიანდნენ. ისინი სოციალური ქსელებისა და სხვადასხვა საქველმოქმედო აქციებით ცდილობდნენ საჭირო თანხის მოგროვებას.
გიორგი ყორღანაშვილი მარჯანიშვილის თეატრის მსახიობია. ის მონაწილეობდა ისეთ ცნობილ სპექტაკლებში როგორებიცაა „ქაქუცა ჩოლოყაშვილი“, „პიგმალიონი“, „ლუარსაბ თათქარიძე“.

http://www.iveroni.com.ge/2012-01-19-17-13-01/30671-giorgi-yorghanashvili-samkurnalod-israelshi-gaemgzavreba.html?lang=ka-GE

Комментариев нет:

Отправить комментарий